აზერბაიჯანის ცნობით, სომხეთმა განჯაში ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო, სომხეთი უარყოფს

პუბლიკა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  17 ოქტომბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, სომხეთმა ბალისტიკური რაკეტა ესროლა აზრებაიჯანის ქალაქ განჯას.  მათი თქმით, გარდაიცვალა 12 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი, დაშავებულია 40 ადამიანი. აზერბაიჯანი ასევე ავრცელებს ინფორმაციას, სომხეთის არმიის მიერ ქალაქ მინგეჩაურის სარაკეტო დაბომბვის შესახებ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი შუშან სტეფანიანის განცხადებით, უწყება უარყოფს ოფიციალური ბაქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ განჯასა და მინგეჩაურზე სომხეთის არმიამ სარაკეტო იერიში განახორციელა.

„აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური უწყების საპასუხოდ აღვნიშნავთ, რომ არც სომხეთის ტერიტორიიდან და არც სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან აზერბაიჯანის მიმართულებით ცეცხლი არ გახსნილა“, – განაცხადა სტეფანიანმა.