წალენჯიხაში პოლიციელებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში მომხდარ შიარაღებულ დაპირისპრებაში 3 სამართალდამცველი მონაწილეობდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც „პუბლიკას“ პროკურატურაში განუცხადეს, დაკავებულია ერთი პოლიციელი და გამოძიება სს კოდექსის 19.108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.