თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის მიმართ ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდებით, პირს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
პროკურატურის ცნობით, ი.ჩ-მ 2019 წლის 25 თებერვალს მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სახის არეში ხელი დაარტყა და ტუჩი გაუხეთქა, 26 თებერვალს კი ღამის საათებში ი.ჩ.-მ დაზარალებული მანქანით წაიყვანა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გააუპატიურა.
„სამართალდამცველებმა ი.ჩ. 2019 წლის 3 მარტს სასამართლოს განჩინებით საფუძველზე დააკავეს თბილისში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ჩ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია განცხადებაში.