ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, სტრასბურგის გადაწყვეტილების „სათანადოდ შესრულება უზრუნველყოს“

პუბლიკა

ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, 2008 წლის ომთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სათანადო შესრულება უზრუნველყოს.

„2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაქვეყნა ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორის სარჩელზე 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებული კონფლიქტის და მისი შედეგების შესახებ. გადაწყვეტილებაში მოცემულია მკაფიო დასკვნა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელებისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლი დაარღვია“, – აღნიშნულია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე წერია, რომ სამართლიანობის მიღწევა და ანგარიშვალდებულება კონფლიქტის მოგვარების მნიშვნელოვანი ნაწილია და ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს სასამართლოს გადაწყვეტილების სათანადოდ შესრულება.

„ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში“, – წერია განცხადებაში.