შეუნიღბავი ლოქდაუნი

ნენე გიორგაძე

სიკვდილი და მისი შიში ბესთსელერია და განსაკუთრებითპანდემიის დროს. საქართველოში განსაკუთრებით კარგად იყიდება მისი ნათესავიც (ბებიის მხრიდან) – ეპითეტისაწყალი”, (ჩვენებურადმსხვერპლიბრჭყალებში) რომელიც ბესთელერი თუ ვერ გახდა, გარკვეული კაპიტალი მაინც დააგროვა: თუსაწყალიდასაცოდავიხარ, დაბალ ღობედ მოგიაზრებ, ჩემთან ვერასოდეს შემოხვალ კონკურენციაში, რადგან მე, თუნდაც ცოტათი, მაგრამ მაინც შენზე ძლიერი, ლამაზი, მოხერხებული და ჭკვიანი ვარ და ამდენადთითქმის დაცლილი შენდამი შურისა და აგრესიისგან. შემიძლია ერთიორი ლარი შეგაწიო, თბილი სიტყვა გითხრა, გულებიც კი დაგიხატო ფეისბუქში და მერე მშვიდი სინდისით დავიძინო.

დიახ, მხედველობაში მაქვს ვითომ საწყალი და ვითომ საცოდავი. ესვითომბავშვების საყვარელი სიტყვაა. აბა, გაიხსენეთ, ბავშვობაში რომ სახლობანას, ომობანას, დამალობანას თუ სხვაობანასთამაშობდით და წარმოსახულ სამყაროს აგებდით: ვითომ შენ ხარ მამა და მედედა. ვითომ ომია და სანგრებში ვართ დამალული. ვითომ ტყეში ვართ და დევები მოგვდევენ  საწყალი” – სხვისი აგრესიის მოსაგერიებლად, ხოლოსაცოდავი” – საკუთარი განზრახვების განსახორციელებლად ფრიად მოხერხებული სვლაა: თამაშის ელემენტიც შემოაქვს და ჩვენს უზადო პატივმოყვარეობასაც სასიამოვნოდ ფხანს ზურგს.

მაგრამ მართლა საწყლებს და საცოდავებს როგორ ვექცევით ამ რთულ პერიოდში, აი, იმათ, ვისაც ჩვენძლიერები, ლამაზები, მოხერხებულები და ჭკვიანები ასეთებად მივიჩნევთ?  არადა, მათმა რიცხვმა პანდემიის შემდეგ უფრო იმატა. იმასაც ვხედავთ, რომ სახელმწიფოს მათი პრობლემები არ აწუხებს და მეტიც, სოციალურ ტერორზეც კი მიდის. არადა, თუ არ იყვირებენ დამსხვერპლადარ გაფორმდებიან, მათი ხმა არავის ესმის. კადრში სისხლი დამსხვერპლისსტატუსისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტები თუ არ მოხვდა, რეზონანსი ნულთან ახლოსაა.

სიტყვალოქდაუნიარ მომწონს, ამიტომ სხვა სახელს ვეძებ, უფრო ადვილად რომ მივიღო ეს რეალობა, რომელშიც ასე ერთბაშად აღმოვჩნდით ყველანი. იქნებ რაიმე პოზიტიურიც ვიპოვო მასშიშეზღუდული შესაძლებლობები” – ეს სიტყვები ამეკვიატა. ვფიქრობ, „შშმ პირები” – ასე მოხდენილად რომ დავარქვითეს ხალხი დაგვეხმარებოდა ძალიან. მათ აქვთ ისეთი გამოცდილება, რაც ჩვენ, მათზე პრივილეგირებულებს, ვერ გვექნება. მივიდეთ მათთან, კამერები და მიკროფონები მივუშვიროთ, ფოტოაპარატები ავაჩხაკუნოთ.

იმ სახლში, სადაც გავიზარდე, კარის მეზობლად ერთი გოგონა ცხოვრობდა, რომელიც ვერ ლაპარაკობდა, მხოლოდ ღმუილის მსგავს ხმებს გამოსცემდა. როცა ვესალმებოდი, მარინაც თავისებურად იტყოდაგამარჯობასდა ამ დროს მისი ულამაზესი ცისფერი თვალები ისეთი გრძნობით ივსებოდა, ასნაირად წარმოთქმულ  გამარჯობაში  რომ ვერაფრით ჩატევ. ესეც ხომ რაღაცნაირილოქდაუნია”, როცა ჩვენი ერთი შესაძლებლობა ჩამორჩება მეორეს, მაგრამ ეს მეორე გაცილებით აღემატება პირველს და სამყაროს ჩვენ ირგვლივ სხვა პრიზმაში გამოატარებს. ესმეორემკვეთრად ხაზს უსვამს რეალობის კონკრეტულ ფრაგმენტებს, იმ ფრაგმენტებს, რომლებსაც შეუიარაღებელი თვალით ვერ დავინახავდით. ამდენად, ეს ლოქდაუნიც ერთგვარი სათვალეა, რომელიც გვიცვლის აღქმის მანძილს ჩვენი მხედველობის შესაფერისადმინუსებში ან პლიუსებში.

ჩემს სადარბაზოში ერთი ბიჭი ცხოვრობს, საშა, შიზოფრენია აქვს. პანდემიის დროს ხშირად ვხედავ ლიფტის კართან აყუდებულს, სმარტფონი უჭირავს ხელში ლოცვების ტექსტით და ლიფტის წინ კითხულობს ლოცვებს. ყოველ შეხვედრაზე კანფეტს მჩუქნის და ლიფტში შესვლისას ხელის დაქნევით მემშვიდობება. თავი პატარა ბავშვი მგონია. „ჩემო ხორბლისფერო, ციფრულო ღვთისმშობელო…“ – ვჩურჩულებ აფორიაქებული. ერთხელ სიგარეტიც შემომთავაზა. არ გამკვირვებია, მადლობა გადავუხადე, არ ვეწევი-მეთქი და გამოველაპარაკე. მითხრა, რომ ლიფტის კარი სამოთხის ან ჯოჯოხეთის კარებია, რომ ღმერთს ლიფტის კართან შეხვდება… „ჩემო ხორბლისფერო, ლიფტის ღვთისმშობელო, მოგვეცი ძალა და მხნეობა, ნუ წაგვართმევ სიყვარულის უნარს, რის გარეშეც არარაობა ხდება სიცოცხლე”…

აქვს თუ არა სიყვარულს შეზღუდვები, ლიმიტი, ჩარჩო, რეგლამენტი? თუკი ღმერთს ყველა უყვარს, მას განსხვავებულებიც უნდა უყვარდესისინი, ვისაც ასე მოურიდებლად ავატყიპეთ იარლიყები. მარინას და საშასნაირებიც უნდა უყვარდეს, ჰომოსექსუალებიც უნდა უყვარდესუცნაური ქართული ისტერიკა, რაც ამ უკანასკნელს თან სდევს, ღმერთის არგაგებაა და არა ღმერთის გაგება. ჩემზე რომ იყოს, ტაძრებიდან გავყრიდი მღვდლებს, რომლებიც ზიზღს განიცდიან ჰომოსექსუალების მიმართ, ხოლო ამ უკანასკნელთათვის ტაძრის კარებს ფართოდ გავაღებდი. საინტერესოა, რამდენი მამაო დარჩებოდა ტაძარშიარადა, თუკი ვთვლით, რომ ღმერთი სიტყვაა, ანუ იდეა, ამ იდეის მატარებელი თანაბრად შეიძლება იყოს ქალიც, კაციც და ტრანსგენდერიც. თუკი ვთვლით, რომ ღმერთი სიყვარულია, როგორ უნდა დავუშვათ ის, რომ ღმერთს მხოლოდ ჰეტეროსექსუალები (ანუნორმალურები”) უყვარს მაშინ, როცა იგი უსაზღვროდ იღება უკანასკნელი მოძალადის მიმართ, და სწორედ სიყვარულის გავლით იღება. ახლა კი რას ვხედავთ? იმას, რომ ეს კარები ჩაკეტილია, მარინა და საშა კისაწყლებიარიან. საკმარისად არაა ჩვენში სიყვარული, რომელიც ჯერჯერობით უნივერსალურ ღირებულებადაა აღიარებული დედამიწის ყველა ერსა და კულტურაში

ლოქდაუნის დროს ერთ რამეს მივხვდი: ფსიქიკურად რომ არ დავზიანდე, უნდა ვეცადო, სხვადასხვა ფორმით გამოვხატო ის, რასაც ვფიქრობ და განვიცდი, ის რისიც მეშინია.  ხალხშიც ხომ ამბობენშიშმა იცისო. ალბათ ამ შიშმა დამაწყებინა პოეტური ციკლილოქდაუნი”, დამაწერინა ბლოგები, დამეხმარა სხვადასხვა პროექტის დაგეგმვაშიმათ შესახებ ვესაუბრე რამდენიმე ადამიანს, ზოგიერთი დაინტერესდა და ჩაერთო კიდეც. ასე განხორციელდა ერთთვიანი ონლიანპერფორმანსი სახელწოდებითეგრეთ წოდებული”, რომლის შესახებ მოკლედ გიამბობთ:

დიდი ხანია, რაც გაგვიჩნდა განცდა, რომ სიტყვები გამოიფიტნენ, გაშრნენ, დაკარგეს მნიშვნელობები. უფრო და უფრო ხშირად ვამბობთ სიტყვათშეთანხმებას: „ეგრეთ წოდებული”, ანდა თუკი ვსაუბრობთ, „ბრჭყალისაღმნიშვნელ ჟესტს ვიყენებთ. ვიფიქრეთ, ამის არტიკულაცია მოგვეხდინა ისეთი ფორმით, რომელიც თავად გახდებოდა შინაარსი და ფეისბუქში გავაკეთეთ დროში გაწელილი პერფორმანსი სამ ენაზე: ქართულად, რუსულად და ინგლისურად. თამაშში შემოვიტანეთ ერთი მარტივი წესი: გამოთქმაეგრეთ წოდებულიყველა პოსტში დარჩენილიყო, ხოლო მომდევნო სიტყვა/სიტყვები შეცვლილიყო. პოსტების დადება სიმბოლურად იმ დღეს დავიწყეთ, როცა საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართებოდა და გაგრძელდა ერთი თვე. პერფორმანსის ოთხი მონაწილე: ანდრო დადიანი, დაშა სუხოვეი, ჯონ ნარინსი და ნენე გიორგაძე  მონაცვლეობით ვმუშაობდით ფრაზაზე და ყოველდღე, დღის 12 საათზე ანდრო დადიანი ფეისბუქში ათავსებდა პოსტებს. სიმბოლური იყო დღის 12 საათიც, რადგან ამ დროს რუსეთის ქალაქ სანკტპეტერბურგში პეტრესა და პავლეს სახელობის ციხესიმაგრიდანისვრიანზარბაზანს, იგივეპუშკას”, როგორცდერჟავასძლევამოსილების სიმბოლოს. ჩვენც გადავწყვიტეთ, დაგვეცინა ამ სიმბოლიკისათვის და სწორედ ამ დროსგაგვესროლაანუ დაგვედო პოსტი. პერფორმანსის სქრინშოტები განთავსებულია პროექტის ფეისბუქგვერდზე:  

დაბოლოს: ზოგჯერ ისეთი განცდა მაქვს, რომ ნიღაბი თუ პირბადე გვაქვს აფარებული განსხვავებულის შიშის წინაშეგავიხსენოთ, რომ მცენარეებიჰერმაფროდიტებიარიან, ორივესქესიაქვთ. არის თუ არა ეს  ნორმიდანგადახრა”? სასაცილო კითხვაა, ხომ? ჩვენი სიცოცხლისათვის ასე მნიშვნელოვან ფლორას კულტურული სტერეოტიპები არ ეკარება და ტოტები ფართოდ გაუშლია. იქნებ, ჩვენც შევეცადოთ, დავუსხლტეთ კლიშეების ამ გაშეშებულ გეომეტრიას დაკორექტულობისხათრით კი არა, შინაგანად მივიღოთ განსხვავებული ადამიანები, კულტურები, რელიგიები, და მთელ მენტალობას თუ ვერ გამოვიტანთ ჩარჩოებიდან, ერთი ყლორტი მაინც გამოვაძვრინოთ.