„იმასაც ამბობენ, რომ მე ვარ ბერია. მინდა ვიკითხო, სად არის ცენზურა?“ - წულუკიანი

პუბლიკა

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს პარლამენტის კულტურის კომიტეტის წევრებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

თეა წულუკიანი ამბობს, რომ კულტურის სფეროში არ არსებობს სისტემა, ამიტომ ის აუცილებლად შეიქმნება.

„თურმე, ქალბატონი ინგა გრიგოლია ავითარებს ნარატივს, თეორიას, რომ წულუკიანს უნდა ცენზურა. ოღონდ ვერ აკონკრეტებს მე რა ბერკეტი მაქვს ცენზურისათვის, ამიტომ ეს სასაცილოა. ისიც უთქვამთ, მას თუ სხვას, რომ მე ვარ ბერია. მინდა, ინგა გრიგოლიას ვკითხო – სად არის ცენზურა? არ არის ცენზურა.

ის, რომ სისტემა შეიქმნება, ეს არის – ორჯერ ორი ოთხი. ამ სფეროში სისტემა არ არსებობს. თუ არ იარსებებს სისტემა, სამინისტროს აპარატი, თუ არ იარსებებს ფულის ხარჯვის სწორი წესი, ძვირფას მომღერლებს, ქალბატონ ანიტას, მინდა ვუთხრა, რომ ვერ იქნებიან ისინი ხელშეწყობილი. ამიტომ, ჩემი მიზანია, რომ მათ ხელი შევუწყო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან.

თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად 19 მარტს დაინიშნა. 24 მარტს მან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მოადგილეები წარადგინა.თეა წულუკიანის მოადგილეები არიან: კახა სიხარულიძე, სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია.