ვაქცინაციის პროცესი, სააღდგომო არდადეგების გამო, 4 დღით შეჩერდება - NCDC

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „ფაიზერის“ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია წარმატებით გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა.

NCDC-ის ცნობით, გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო.

„ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე დოზა. ყველფერი კეთდება რეგისტრაციის ტექნიკური სირთულის დასაძლევად! ვაქცინის მეორე დოზა ყველა თქვენგანისთვის დრულად და რეკომენდებული ვადების დაცვით იქნება ხელმისაწვდომი, “- ამბობენ ცენტრში.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/
რეგისტრაციის ინსტრუქცია: