სულ აცრილია 30 209, ბოლო 24 საათში ვაქცინა 1 025-მა ადამიანმა გაიკეთა

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 025 ადამიანი აიცრა. 19 აპრილის მონაცემებით,  ვაქცინა სულ 30 209-მა მოქალაქემ გაიკეთა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 750 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების  578   ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 659 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  5.93%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 578 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა
  • აჭარა – 57
  • იმერეთი – 35
  • ქვემო ქართლი – 20
  • შიდა ქართლი – 7
  • გურია – 16
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 80
  • კახეთი – 23
  • მცხეთა-მთიანეთი – 10
  • სამცხე-ჯავახეთი – 9