1 226 ახალი შემთხვევა და 10 გარდაცვლილი | კორონავირუსის 22 აპრილის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 27 995 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების  1 226 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 688  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  4.38 %

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 995 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 456 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 539 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  300 264-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.38 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.55%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.37%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 688 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 283 557-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 981 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 226 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 731 შემთხვევა
  • აჭარა – 101
  • იმერეთი – 75
  • ქვემო ქართლი – 61
  • შიდა ქართლი – 56
  • გურია – 13
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 96
  • კახეთი – 49
  • მცხეთა-მთიანეთი – 29
  • სამცხე-ჯავახეთი – 7
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 700, საიდანაც: 3 424 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 883, აჭარაში – 385, იმერეთში – 422.

მძიმე პაციენტია 568 პირი, მათ შორის, თბილისში – 272, აჭარაში – 70, იმერეთში -91. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 113 პირი, მათგან თბილისში – 79, აჭარაში – 8, იმერეთში – 11.

621 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 316 – თბილისში, 287 – აჭარაში.  8 655 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 224 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 217, ხოლო აჭარაში – 5.

სულ  6 ოქტომბრიდან – 21 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 473 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 900 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 10 989 პირი, აჭარაში – 2 340, იმერეთში – 1 082.