დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 426 ადამიანი აიცრა. 22 აპრილის მონაცემებით, ვაქცინა სულ 33 337-მა მოქალაქემ გაიკეთა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 27 995 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 226 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 688 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.38 %
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 995 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 456 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 539 PCR ტესტით.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 300 264-ს.