ჯანდაცის მინისტრი სააღდგომო დღესასწაულების წინ პატრიარქთან შეხვედრას გეგმავს

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საეკლესიო დღესასწაულებთან დაკავშირებით დაგეგმილია პატრიარქთან შეხვედრა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე – გამოცხადებული უქმეები კიდევ უფრო ხომ არ შეუწყობს ხელს კორონავირუსის გავრცელებას? – ტიკარაძე პასუხობს, რომ ამასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში მსჯელობა მიმდინარეობს.

„ამასთან დაკავშირებით არის არაერთი მსჯელობა, თუ როგორ უნდა მოხდეს უქმეების დეტალური აღწერა, თუ რა ქცევითი მოთხოვნები უნდა დაწესდეს უქმეებზე, აქედან გამომდინარე, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება ერთობლივად უნდა მიიღოს საბჭომ, მე თავს შევიკავებდი კონკრეტული რეკომენდაციებისაგან და დაველოდებოდი კვლავ შემდეგ კვირაში საბჭოსთან ერთად, ერთობლივად მიღებულ გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება საეკლესიო დღესასწაულებს, მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც შარშან ეკლესია იდგა ხალხისა და მთავრობის გვერდით, დღესაც, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი მათი მხარდაჭერის… დაგეგმილია შეხვედრა პატრიარქთან“, – განაცხადა მინისტრმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში.