საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ის განახლებული მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 729 პირი, ხოლო გარდაიცვალა 11 ადამიანი.
მთავრობის ადმინისტრაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 751 კვლევა ტესტით – 14 187 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 564 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.75%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.55%.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 271 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე განაწილდა: თბილისი – 781 შემთხვევა, აჭარა – 98, იმერეთი – 71, ქვემო ქართლი – 52, შიდა ქართლი – 53, გურია – 41, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 91, კახეთი – 48, მცხეთა-მთიანეთი – 27, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.
„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური 13 231 შემთხვევაა, საიდანაც: 3 527 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 584 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 113 პაციენტი. 682 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროში. 9 022 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.