„სინოფარმით“ შესაძლოა მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები და სხვა ჯგუფები აიცრან - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაცია, შესაძლოა, გარკვეულ ჯგუფებს ჩაუტარდეთ, კერძოდ, მასწავლებლებს, ბაღის აღმზრდელებს, პოლიციას, იუსტიციის სახლებსა და „ფრონტ-ოფისებში“ მომუშავე ადამიანებს.

 „ორშაბათს იქნება იმუნიზაციის საბჭო, რომელიც განიხილავს ჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“ დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხს. 18 წელზე ზემოთ დავიწყებთ მის გამოყენებას, მაგრამ შესაძლებელია გარკვეულ ჯგუფებშიც დავიწყოთ. მაგალითად, მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, პოლიცია, იუსტიციის სახლებში, „ფრონტ-ოფისებში“ მყოფი ადამიანები და ასე შემდეგ. დამუშავებული გვაქვს წინადადებები და ამას მოვახსენებთ საბჭოს და საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას“, – აცხადებს გამყრელიძე.

„სინოფარმის“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 27 აპრილიდან იწყება. ქვეყანას 100 ათასი დოზა ვაქცინა აქვს შეძენილი.