ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის 966 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 18 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა – 1222. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური მაჩვენებელი არის 4.04%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.96%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.57%.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 888 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 974 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 914 PCR ტესტით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 966 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 567 შემთხვევა, აჭარა – 117, იმერეთი – 77, ქვემო ქართლი – 30, შიდა ქართლი – 21, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 73, კახეთი – 42, მცხეთა-მთიანეთი – 17, სამცხე-ჯავახეთი – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.