ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

პუბლიკა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 აპრილიდან 28 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა – ზოგან ძლიერი, შესაძლოა ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4-ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.“

სააგენტოში აცხადებენ, რომ 26-27 აპრილს დასავლეთ საქართველოს განსაკუთრებით დაბლობ და სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება დაახლოებით 13-დან 18 გრადუსამდე;

28 აპრილიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და კვირის ჩათვლით ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს 25-დან 26 გრადუსამდე.