საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გართულებასთან დაკავშირებით სხვადასხვა რეგულაცია დაწესდა.
ასევე, როგორც დღეს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, აქტიურად გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი.
„იმუნიზაციის მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირიდან ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები“, – ამბობენ მთავრობაში.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ნებისმიერი სამიზნე ჯგუფისთვის ვაქცინაცია მოხდება იმ ვაქცინით, რაც მათი ასაკობრივი ჯგფისთვის არის რეკომენდირებული.
„დღეს მოსახლეობას ვთავაზობთ „ასტრაზენეკას “, რომელიც 55 წლის ზემოთაა რეკომენდებული და „სინოფარმი“ ყველა ასაკის ჯგუფისთვის. ამიტომ დეპუტატი იქნება თუ სხვა, ისარგებლებს ამით“, – ამბობს თამარ გაბუნია.