პოლიცია შესაბამის წესრიგს დაიცავს, რომ სასაფლაოებზე დიდი შეკრებების პრევენცია მოხდეს - გამყრელიძე

პუბლიკა

აღდგომის დღესასწაულებზე სასაფლაოზე გასვლა შეზღუდული იქნება თუ აკრძალული – ამ შეკითხვით მიმართეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში. გამყრელიძე პასუხობს, რომ:

„სოფელში სასაფლაოზე ადამიანი რომ გავა, იმას არავინ არ აუკრძალავს გასვლას, მაგრამ სოფლის რწმუნებული მიმართავს და სთხოვს, რომ იქ არ იყოს სუფრა და დიდი შეკრებები. ძირითადად, ეს საკითხი უფრო მტკივნეულია თბილისისა და დიდი ქალაქების სასაფლაოებზე, სადაც პოლიცია შესაბამის წესრიგს დაიცვას, რომ ამ დიდი შეკრებების პრევენცია იყოს…

თხოვნაა, რომ თავი შევიკავოთ ორშაბათ-სამშაბათს [სასაფლაოზე გასვლისგან], ამ ორ დღეს, იმიტომ, რომ ბრწყინვალე შვიდეული ტყუილად არ არის შვიდი დღე. ყველა ვცდილობდით, სასაფლაოებზე გავსულიყავით ორშაბათ-სამშაბათს, ხომ შეიძლება ეს გადანაწილდეს”, – განაცხადა გამყრელიძემ.