27 აპრილი | კორონავირუსის 1 578 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 27 373 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 578 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 909 პაციენტი, გარდაიცვალა 17 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 5.76%. 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 373 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 217 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 156 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 578 ახალი შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 305 850-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.19%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.48%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 909 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 287 938-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 060 პაციენტი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 578 ახალი შემთხვევები რეგიონებზე ასე განაწილდა: თბილისი 1 001 შემთხვევა, აჭარა – 128, იმერეთი – 89, ქვემო ქართლი – 56, შიდა ქართლი – 61, გურია – 39, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 84, კახეთი – 63, მცხეთა-მთიანეთი – 41, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.