კორონავირუსის 1551 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი | სტატისტიკა და განაწილება რეგიონებში

პუბლიკა

საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 1551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 878, ხოლო გარდაიცვალა 17 პაციენტი.

მთავრობის ადმინისტრაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 487 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 878 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 609 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.39%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.63%.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 551 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე განაწილდა: თბილისი – 918 შემთხვევა, აჭარა – 121, იმერეთი – 101, ქვემო ქართლი – 82, შიდა ქართლი – 69, გურია – 32, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 130, კახეთი – 48, მცხეთა-მთიანეთი – 35, სამცხე-ჯავახეთი – 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

„ამ ეტაპზე ინფიცირების  14 482 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 3 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე  732 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 156 პაციენტი. 707 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 9 995 პაციენტი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის“, – აღნიშნულია განცხადებაში.