„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ძვირფასო მეგობრებო, დამიდგინდა კოვიდი. პროცესი მიმდინარეობს მსუბუქად. ვარ ორკვირიან იზოლაციაში და ვმუშაობ სახლიდან. ყველა ძალიან მენატრებით და მიყვარხართ“,- წერს ნათელაშვილი.