ვაქცინაციის მხარდაჭერის პროცესში „ვაქცინაციის ოფიცრები“ ჩაერთვებიან

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში ახალგაზრდები „ვაქცინაციის ოფიცრების“ სტატუსით ვაქცინაციის მხარდაჭერის პროცესში ჩაერთვებიან. ამის შესახებ ტიკარაძემ პარლამენტში, მინისტრის საათის ფარგლებში, მოხსენებისას განაცხადა.

„სულ მალე ჩვენი ახალგაზრდები „ვაქცინაციის ოფიცრების“ სტატუსით ჩაერთვებიან ვაქცინაციის მხარდაჭერის პროცესში. ისინი ამ პროცესში მოახდენენ მოსახლეობის სრულ ინფორმირებას, ვაქცინაციის შედეგების, რისკების და ასევე იმ კეთილდღეობის შესახებ, რაც ვაქცინაციის პროცესით შეიძლება ქვეყანამ ეკონომიკურ ჭრილში მიიღოს და როგორ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. ამასთანავე ის პრობლემატიკა, რომელიც წარმოიქმნა რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს არის ელექტრონული პორტალი და, სამწუხაროდ, საქართველოში ჩვენს ყველა მოქალაქეს არ აქვს ხელმისაწვდომობა ელექტრონულ პორტალზე, ეს ახალგაზრდები დაეხმარებიან მათ დარეგისტრირებაში“, – განაცხადა მინისტრმა.