„ამ ეტაპისთვის კომენდანტის საათის თუნდაც ერთი საათით წინ ან უკან გადაწევაზე საუბარი არ მიმდინარეობს, ვინაიდან ადამიანის ქცევიდან გამომდინარე გადაწევის შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ზუსტად იმ ეფექტს და ამიტომ კომენდანტის საათის კონკრეტული დრო არ არის გამოსავალი. მნიშვნელოვანი არის, რომ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას ტრანსპორტის განტვირთვასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში განაცხადა.
„ნამდვილად ვთვლით და ვაფიქსირებთ, რომ ტრანსპორტი გადატვირთულია. ჩვენ პირველი დღეებიდან, მას შემდეგ, რაც პანდემია დაფიქსირდა, გვაქვს დაყენებული წინადადება შრომითი ინსპექციის მხრიდანაც და ეპიდემიოლოგების მხრიდანაც, რომ არის მოწოდება, რომ მნიშვნელოვანი არის ტრანსპორტში დაცული იყოს ტრანსპორტის მხოლოდ 50%-იანი დატვირთვა. ამიტომ, ჩვენი სურვილი არის, რომ მაქსიმალურად გახდეს შესაძლებელი და შესაძლო რესურსი დაემატოს როგორც მუნიციპალურ ტრანსპორტს, ასევე, მეტროს, რომ ეს დატვირთულობა აღარ იყოს, რაც ნამდვილად არის ინფექციის მაღალი გამვრცელებელი“, – განაცხადა მინისტრმა.