როცა აცრილთა 30%-ზე მაინც ავალთ, მერე ვილაპარაკოთ შეზღუდვების შემსუბუქებაზე - ცერცვაძე

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სანამ აცრილი მოსახლეობის რაოდენობა 30%-ზე მაინც არ ავა, შეზღუდვების მოხსნაზე ლაპარაკი ნაადრევია.

„2% გვყავს აცრილი მარტო მოსახლეობის და 2% ვერანაირ შეზღუდვებს ვერ შეამცირებს. როცა სადღაც 30%-ზე მაინც ავალთ, მერე ვილაპარაკოთ. ყველანაირი შეზღუდვები ალბათ მოიხსნება. ყველაზე ბოლოს, ალბათ კომენდანტის საათი დარჩება და ისიც შემსუბუქდება ანუ დაპატარავდება ინტერვალი, თუ იქნება მასობრივი ვაქცინაცია და თუ პირბადის ხმარება იქნება 90-95%. თუ იქნა პირბადე 90-95% და მასობრივი ვაქცინაცია და მთავრობამ მაინც არ მოხსნა შეზღუდვები, მერე შეგიძლიათ, წაუყენოთ პრეტენზიები მთავრობას“, – განაცხადა ცერცვაძემ.