საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა იკრძალება.
შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.
„2 მაისიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, პოლიცია სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს გააკონტროლებს. შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით“, – აცხადებს შსს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.