უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ საზოგადოებას ახალი რეგულაციების შესახებ 26 აპრილს ამცნო. მხოლოდ დღეს, 1 მაისს „კომენდანტის საათი“ 23:00 საათამდე გადაიწევს.
ნახეთ შეზღუდვები, რომლებიც უქმე დღეებში იმოქმედებს.
სადღესასწაულო ლიტურგია
მთავრობის განცხადებით, საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება; მათ შორის: ტაძრებში უზრუნველყოფენ გახმოვანების სისტემას, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი;
გადაადგილების შეზღუდვა
გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, იმოქმედებს 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე;
სასაფლაოებზე გასვლა
2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა იკრძალება.; ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები; აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე. შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით
მუნიციპალური ტრანსპორტი
როგორც ცნობილია, 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მთავრობის განცხადებით, მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა; პარალელურად, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, აქტიურად გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი.