საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩატარდა 13 752 კვლევა, მათ შორის 5 904 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 848 PCR-ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.18%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.99%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.47%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 595 პირი, გარდაიცვალა 21 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 151 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 988 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 511 შემთხვევა;
- აჭარა – 114;
- იმერეთი – 84;
- ქვემო ქართლი – 31;
- შიდა ქართლი – 33;
- გურია – 19;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 94;
- კახეთი – 45;
- მცხეთა-მთიანეთი – 45;
- სამცხე-ჯავახეთი – 8;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 216, საიდანაც 4 040 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 771 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 137 პირი, 800 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 10 376 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 91 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34 185 ადამიანი.