788 ახალი შემთხვევა და 20 გარდაცვლილი | კორონავირუსის 4 მაისის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა  9 790 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 788  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 206  პირი, გარდაიცვალა 20 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.05%

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 790 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 802 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 988 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  313 742-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.05%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.02%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.74%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 206  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 295 458 მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 183 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 788 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 384 შემთხვევა
  • აჭარა – 106
  • იმერეთი – 64
  • ქვემო ქართლი – 43
  • შიდა ქართლი – 30
  • გურია – 17
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 76
  • კახეთი – 40
  • მცხეთა-მთიანეთი – 13
  • სამცხე-ჯავახეთი – 14
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 075, საიდანაც: 4 209 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 376, აჭარაში – 469, იმერეთში – 424.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 811 პირი, მათ შორის, თბილისში – 398, აჭარაში – 87, იმერეთში -102.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 149 პირი, მათგან თბილისში – 93, აჭარაში – 11, იმერეთში – 9. 788 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 458 – თბილისში, 303 – აჭარაში. 9 078 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.