მიმდინარეობს მუშაობა ე.წ. მწვანე პასპორტებზე, ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის - საბჭო

პუბლიკა

„აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ე.წ მწვანე პასპორტებზე, რომლებიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა”, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.

მისი თქმით, ეს საკითხი უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს დასამტკიცებლად უახლოეს პერიოდში წარედგინება

„საბჭოს ფორმატში განიხილება სხვადასხვა ტიპის შეღავათების დაწესება იმ პირებისთვის, რომლებსაც ჩატარებული ექნებათ ვაქცინაციის სრული კურსი”, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.