„ლაბორატორიულად არ დაფიქსირებულა“| გამყრელიძე კორონავირუსის ინდურ შტამზე

პუბლიკა

„ლაბორატორიულად არ დაფიქსირებულა“, – ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ჟურნალისტის შეკითხვას, ხომ არ დაფიქსირებულა კორონავირუსის ინდური შტამი საქართველოში.

გამყრელიძის თქმით, ალბათობა არის, რომ ქვეყანაში შეიძლება იყოს ინდური შტამი, თუმცა, მისივე განცხადებით, ძირითადად საქართველოში, ისევე, როგორც მთლიანად ევროპაში, დომინირებს ვირუსის ბრიტანული შტამი.

„მე გიდასტურებთ, რომ ჩვენთან მიმდინარეობს შტამებზე მუშაობა. ალბათობა იმისა, რომ იყოს ქვეყანაში, ნამდვილად არის. მაგრამ, მოგეხსენებათ, რომ ძირითადად, ჯერჯერობით, რასაც ჩვენ ვასეკვენირებთ და ვიკვლევთ შტამებს, ძირითადად, არის ბრიტანული შტამი. ასევე, გუშინწინდელი განახლება „ჯანმრთელობის გაზომვათა და შეფასებათა ინსტიტუტის“, რომელიც როგორც იცით, გვეხმარება პროგნოზირებაში, მისი მონაცემებით, „ქვეყანაში დომინანტია ბრიტანული შტამი, რომელიც ახდენს სხვა შტამების სუპრესიას“, – განაცხადა გამყრელიძემ.