6 მაისის მონაცემებით ჩატარდა 51 600 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 7 873 ადამიანი

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 6 მაისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 51 600 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 7873 ადამიანი.

ბოლო 24 საათში აიცრა 3 651 ადამიანი.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

ამ დროისთვის საქართველოში 55 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია შესაძლებელია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, 18 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეებისთვის კი – „სინოფარმით“.

„სინოფარმის“ ვაქცინას, ჯერჯერობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ მიუღია, გადაწყვეტილება მიმდინარე კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა სტრატეგიული მრჩეველთა ჯგუფი (SAGE) „სინოფარმის“ შესახებ რეკომენდაციებს აქვეყნებს, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების მიმართ.

გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, ვაქცინის ეფექტიანობა, მრავალ ქვეყანაში წარმოებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგების მიხედვით, 78.1%-ია. რაც შეეხება კონკრეტულ ქვეყანას – მაგალითად, ბაჰრეინში ვაქცინის ეფექტიანობა 18-დან 60 წლამდე ადამიანებს შორის 90%-ია. 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შორის – 91%.