შევძელით და გადავტეხეთ ანტივაქსერული კამპანია - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ქვეყანაში ვაქცინაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზრდა.

„საქართველოში, მიუხედავად არაერთხელ გაკრიტიკებული კომუნიკაციისა, შევძელით და გადავტეხეთ ის ანტივაქსერული კამპანია, რომელიც იყო და ბოლო პერიოდში ჩვენ ვაკვირდებით ძალიან აქტიურ მოთხოვნას. გუშინ გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი და 3 600-ზე მეტი მოქალაქე აიცრა. ასევე, ძალიან დიდი აქტიურობა შეიმჩნევა დღესაც და იმ რეესტრში, სადაც ჩვენ ვაკვირდებით მოქალაქეების აქტიურობას ვაქცინის მოთხოვნასთან მიმართებაში.

საგრძნობლად არის გაზრდილი მოთხოვნა და ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ეტაპობრივად ვზრდით მიწოდებას. ქვეყანაში არის დადებითი დინამიკა ვაქცინის სარგებელთან მიმართებაში“, – განაცხადა ტიკარაძემ.