როგორ უნდა მოიქცეთ თუკი ვაქცინის მეორე დოზა გაგიცდათ - იმნაძის განმარტება

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, მათ, ვინც გარკვეული მიზეზით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით ასაცრელად მისვლა ვერ შეძლო, ჯანდაცვის სამინისტროში განცხადების დაწერა და აღდგენა შეუძლიათ.

„თუ ავად არ გახდა და რაღაც მიზეზით გააცდინა მეორე დოზა, ამის აღდგენა პრობლემა არ არის, ყოველთვის შეიძლება. ამისთვის საჭიროა შესაბამისი განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში, რომ ადამიანმა რაღაც მიზეზებით მეორე დოზა ვერ მიიღო და არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, რომ შესაბამისი ვაქცინით მეორე დოზით ვაქცინაცია მოხდეს”, – განაცხადა დღევანდელ ვებინარზე პაატა იმნაძემ.