აღარ დარჩა კუთხე, საიდანაც ხალხი არ შემოგვიერთდა. ჩვენ ვქმნით პრეცედენტს - გოლეთიანი

პუბლიკა

„პრაქტიკულად აღარ დარჩა კუთხე, საიდანაც ჩვენ ხალხი არ შემოგვიერთდა”, – ამის შესახებ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა ქუთაისში მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

„რიონის ხეობაში ყოველ ღამეს ათევს საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები. პრაქტიკულად აღარ დარჩა კუთხე, საიდანაც ჩვენ ხალხი არ შემოგვიერთდა. ჩვენ ვქმნით პრეცედენტს ამ ქვეყანაში პროტესტისა, რომელიც არის აბსოლუტურად სუფთა გულითა და სულისკვეთებით მართული. არაფერი ამ პროტესტის უკან არ დგას და სწორედ ეს კრეფს ამდენ ადამიანს და შეკრებს მომავალშიც სხვადასხვა მოედანზე.

კიდევ ერთხელ მინდა, რომ ხელისუფლებას ვუთხრათ, თუ ისინი არ გაითვალისწინებენ მოთხოვნებს, რომლებსაც ჩვენ ვაყენებთ, შეხვდებით თბილისში გაცილებით უფრო მეტნი”, – განაცხადა გოლეთიანმა.

  • ნამახვანჰესი აქცია  ნამახვანი პანკისი
  • ნამახვანჰესი აქცია  ნამახვანი
  • ნამახვანჰესი აქცია  ნამახვანი
  • ნამახვანჰესი აქცია  ნამახვანი
  • 01 /

ჰესთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, აქციაზე ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადადგომის მოთხოვნაც დაემატა. 

ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებია:

„გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;

2. მოგლეჯილი ჯვარი დაუბრუნდეს თავის ადგილს.

3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.

4. კომპანია „ენკა რინიუებლზმა” დატოვოს რიონის ხეობა”.