აღკვეთის ღონისძიების სახით ირაკლი ფანგანს 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა

პუბლიკა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტს, ირაკლი ფანგანს აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

როგორც მედიასთან ბრალდების მხარე ამბობს, ირაკლი ფანგანს დამატებით ვალდებულებებიც დაეკისრა. მას ეკრძალება დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილთან მიახლოება და საქმის დასრულებამდე ეზღუდება საზღვრის კვეთის უფლება.

გუშინ საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი დევნის ფაქტზე ირაკლი ფანგანს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა. ბრალდების წარდგენის შემდეგ ფანგანი გათავისუფლდა, ვინაიდან პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.