ახმეტაში პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ წინააღმდეგ აქცია გაიმართა

პუბლიკა

ახმეტაში პრორუსული, ჰომოფობიური და ძალადობრივი პარტია „ალტ-ინფოს“ ოფისთან აქცია გაიმართა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

აქტივისტები, რომელებიც პარტიის ოფისთან შეიკრიბნენ ამბობენ, რომ მათ ქალაქში პრორუსული პარტიის ოფისის არსებობას აპროტესტებენ. ისინი მოითხოვენ, რომ დატოვოს პარტიამ მუნიციპალიტეტი.

მოქალაქეებისა და აქტივისტების გამოჩენას პარტიის ოფისთან ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. საჭირო გახდა პოლიციის გამოძახებაც. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი გაარიდა ადგილიდან.

მოქალაქეების აქცია კი გაგრძელდა. ისინი ამბობენ, რომ აქციებს გააგრძელებენ, სანამ პარტია არ დატოვებს ახმეტას.