„ამ ჯგუფის ყველა წევრი პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებულია" - კობახიძე ექიმების ახალ ჯგუფზე

პუბლიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, ომბუდსმენის მიერ დაკომპლექტებული ექიმთა ჯგუფის ყველა წევრი პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებულია. ამის შესახებ მან პარლამენტში ელენე ხოშტარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„თქვენ იცით, როგორია ჩვენი ნდობის ხარისხი ლომჯარიას მიმართ. ნდობას რომ არ იმსახურებს, ეს გამომჟღავნდა იმ შემადგენლობითაც, რომელიც გამოქვეყნდა. ყველა ხედავთ, თითქმის ყველა წევრი ამ ჯგუფის პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებულია, რაც დასტურდება მათი საჯარო განცხადებებით. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ინტერესი ამ ნაბიჯის უკან ნათლად იკითხება.“ – განაცხადა კობახიძემ.

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა. სახალხო დამცველი მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფის წევრები არიან:

  • გიორგი გრიგოლია – ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი;
  • გრიგოლი ხურციძე – შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა;
  • გიორგი კაჭარავა – კარდიოლოგი;
  • გიორგი პაპიაშვილი – კარდიოლოგი/არითმიოლოგი;
  • აიდა გოზალოვა – ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი;
  • მამუკა მაჩაიძე – ინფექციონისტი, თერაპევტი;
  • თენგო წულაძე – ნევროლოგი;
  • ნინო ზავრაშვილი – ენდოკრინოლოგი.