ამ თემაზე საუბარი შევწყვიტე - პრემიერი სააკაშვილის შიმშილობაზე

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ მან ამ თემაზე საუბარი შეწყვიტა, რადგან ეს მისი სალაპარაკო თემა არაა, ვინაიდან პატიმრებზე განცხადებებს აკეთებს პენიტენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო.

„ჩემი მოსაზრებაა, რომ მე ამ თემაზე საუბარი შევწყვიტე. ეს არა არის ჩემი სალაპარაკო საკითხი და თემა, ვინაიდან პატიმრებზე განცხადებებს აკეთებს პენიტენციური სამსახური, იუსტიციის სამინისტრო. თქვენ გყავთ მინისტრი ბრეგაძე, რომელსაც შეგიძლიათ ნებისმიერი კითხვა დაუსვათ, ასევე არსებობს პენიტენციური სამსახური, მათ მიმართეთ ნებისმიერი კითხვით და რა თქმა უნდა, გაგცემენ აბსოლუტურად ამომწურავ პასუხებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში 39-ე დღეა შიმშილობს.