ლეჩხუმში, სოფელ ქორენიშთან ჯვარი აღმართეს

პუბლიკა

ლეჩხუმში, სოფელ ქორენიშთან ადგილობრივმა მოსახლეობამ ჯვარი აღმართა, – ამის შესახებ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე ადგილობრივმა აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა facebook-ჩართვისას განაცხადა.

„დღეს გადმოვაადგილდით. წირვაზე მოვდიოდით დილით სოფელ ქორენიშში და ახლა დავბრუნდით უკან, წირვიდან და ჩვენმა მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ ჯვარი აღემართა აქ, სოფელ ქორენიშთან, საავტომობილო გზასთან ახლოს… ხარების დღესასწაულზე ასე გადაწყვიტა ჩვენმა ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომ აქ აღემართა ჯვარი.

დიდი ხანია, სხვათა შორის, გეგმაშია ჯვრების დადგმა. გავრცელდა კიდევაც ფოტო, გამზადებული გვქონდა რამდენი ჯვარი და გვინდა, რომ სხვადასხვა ადგილზე აღვმართოთ და პირველი არის ეს. ვიწყებთ სოფელ ქორენიშიდან და ვაპირებთ, რომ სხვადასხვა ადგილზე აღვმართოთ ჯვარი”, –განაცხადა გოლეთიანმა.