ანტიკვარების შეძენა სასახლის ისტორიულ აღდგენას ემსახურებოდა – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პუბლიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ  ანტიკვარული ნივთების შეძენის მიზანი ორბელიანების სასახლის ისტორიული აღდგენა იყო.

„ორბელიანების სასახლე აღიჭურვა ინვენტარით, რომელიც ისტორიულად დამახასიათებელი იყო მსგავსი ტიპის შენობებისთვის საქართველოში და ემსახურებოდა ორბელიანების სასახლის ისტორიულ აღდგენას“, – განაცხადეს ადმინისტრაციაში.

მათი თქმით, საქართველოს პირობებში ანტიკვარული ავეჯის შეძენა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე თანამედროვე სტილის ქარხნული ავეჯისა.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სახელმწიფომ პირველად შეძლო მსგავსი ტიპის შესყიდვა, რომელიც ემსახურებოდა  ჩვენი საზოგადოებისა და მომავალი თაობებისთვის კულტურული ფასეულობების შენარჩუნებას. ასევე, ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით, მეორადი და ანტიკვარული ავეჯი საქართველოს პირობებში უფრო იაფი ჯდება, ვიდრე თანამედროვე სტილის ქარხნული ავეჯის შეძენა. ეს ეკუთვნის საქართველოს და ეკუთვნის პრეზიდენტის ადმინისტრაციას“, – განმარტავენ ადმინისტრაციაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჟურნალისტებისთვის შეძენილი ანტიკვარული ნივთების დასათვალიერებლად  მედიატური მოეწყობა.