აჭარის მთავრობის წინ აქციის მონაწილეებმა „ტატამი“ გაშალეს. ამის ამსახველ ვიდეოს „ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძე აქვეყნებს.
მეოთხე დღეა აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია იმართება. ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, ცესკოს და უსკოს ადმინისტრაციის შეცვლას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.
გასულ დღეებში აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრასაც მოითხოვდნენ. რამდენჯერმე მოხდა პოლიციასთან დაპირისპირებაც.