აქტივისტები დედაენის ბაღში გარემოვაჭრეების მხარდასაჭერად საშობაო ბაზრობას მართავენ

პუბლიკა

მოძრაობები „სირცხვილია“ და „რუსეთი ოკუპანტია“ დედაენის ბაღში გარემოვაჭრეების მხარადასაჭერ აქციას მართავენ. საშობაო მარკეტი 12 საათზე დაიწყო და 6 საათამდე გაგრძელდება.

“გარემოვაჭრეები საკუთარ ოჯახებს საახალწლოდ გაყიდული ნივთების შემოსავლით არჩენენ. ბოლო სამი დღის განმავლობაში ამ ადამიანებმა მოქალაქეობრივი თვითშეგნებისა და სამოქალაქო სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითი აჩვენეს.

აუცილებელია მათ ვანახოთ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების უპირობო მხარდაჭერა და ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვარ.

5 იანვარს ვიკრიბებით დედაენის ბაღში საშობაო მარკეტზე, მოიტანეთ თქვენი ნივთებიც.” – ვკითხულობთ მხარდასაჭერი აქციის ანონსში. 

2 იანვარს  რესპუბლიკის მოედანზე, საახალწლო ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებთან თბილისის მერიის წარმომადგენლები მივიდნენ და პარლამენტის წინ გადანაცვლება მოსთხოვეს. მერიის წარმომადგენლების მოთხოვნას გარემოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა.

გარემოვაჭრეები ამბობენ, მათ ჰქონდათ ვაჭრობის  ნებართვა ერთი კვირა,  13 იანვრამდე. თუმცა დღეს უთხრეს, რომ პარლამენტის წინ უნდა გადაინაცვლონ.

3 იანვარს მერიამ განცხადება გაავრცელა. თბილისის მერიის განცხადებით, პირველი რესპუბლიკის მოედანი არის ქალაქის ცენტრი, ერთ-ერთი ტურისტული წერტილი და არ დაუშვებენ უწესრიგობასა და ქაოსური გარევაჭრობას.

 

LB loan image desktop LB loan image mobile