არ ვეთანხმებით დამსაქმებლის შემოთავაზებას, ვიფიცებით - სოცსააგენტოს თანამშრომლები

პუბლიკა

დღეს, 17 იანვარს სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულები გაიფიცებიან!, – დამოუკიდებელი პროფკავშირის „სოლიდარობის ქსელის” ინფორმაციით, გუშინ, 16 იანვარს დამსაქმებელთან შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა.

„დასრულდა შეხვედრა დასაქმებულებს შორის, სადაც გადაწყდა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები არ ვეთანხმებით დამსაქმებლის შემოთავაზებას და ვაგრძელებთ ბრძოლას ღირსეული შრომის ანაზღაურებისა და პირობებისთვის. სამინისტროს ახლანდელი შემოთავაზება არის ნოემბერში გაკეთებული შემოთავაზების გაუარესებული ვერსია და ეს ჩვენთვის მიუღებელია. დამატებით კომენტარებს 17 იანვარს, დღისით, გაფიცვის პირველ დღეს, გავაკეთებთ!”, – ნათქვამია განცხადებაში.