სოცსააგენტოს 390-მდე თანამშრომელი იფიცება - პროფკავშირი

პუბლიკა

„სოციალური სააგენტოს 390-მდე თანამშრომელი მთელი ქვეყნის მასშტაბით იფიცება”, – ამის შესახებ ინფორმაციას დამოუკიდებელი პროფკავშირი „სოლიდარობის ქსელი” ავრცელებს.

დასაქმებულთა წარმომადგენლებმა დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოში გაფიცვის შესახებ ოფიციალური შეტყობინება შეიტანეს. კანონმდებლობის მიხედვით, ოფიციალური წერილის ჩაბარების შემდეგ, 3 დღეში დასაქმებულები დაკისრებულ მოვალეობას აღარ შეასრულებენ.

პროფკავშირის ცნობით, წინასაგაფიცო მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, სოციალური მომსახურების სააგენტომ და სამინისტრომ სოციალურ სააგენტოში დასაქმებულთა მოთხოვნები არ დააკმაყოფილეს.

დასაქმებულთა მოთხოვნებია:

► სოციალური აგენტებისა და უფროსი სოციალური აგენტების ხელფასის ორივე ნაწილის (ფიქსირებული და გამომუშავებული ერთეულის) ზრდა 100 %-ით;

► სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად გაწეული გზის ხარჯის ანაზღაურება სოციალური აგენტებისათვის;

► სპეციალისტების, უფროსი და მთავარი სპეციალისტების ხელფასების ზრდა 100% -ით. (რომელიც არ გაზრდილა 2007 წლის შემდეგ);

► რეგიონში და რაიონულ განყოფილებებში დასაქმებული სპეციალისტების, უფროსი და მთავარი სპეციალისტების ხელფასის თბილისის სერვის ცენტრებში იგივე პოზიციაზე დასაქმებულთა ხელფასებთან გათანაბრება.

► იმ შემთხვევაში, თუ რეორგანიზაციის დასრულებას მოყვება მთავარი სპეციალისტის (იურისტი) შტატის შემცირება, აღნიშნული პირები, როგორც მთავარი სპეციალისტები, გადაყვანილი იქნენ შესაბამის პოზიციაზე იმავე ან სხვა განყოფილებაში.

► სააგენტოს მიერ, სხვა დამატებითი სამუშაოს დაკისრების შემთხვევაში (სხვა სიპების დახმარების მიზნით) შემსრულებელ პირს დაერიცხოს დამატებით შრომის ანაზღაურება.

► სააგენტოს ცენტრებს დაემატოს კადრები, რათა არ მოუწიოს დასაქმებულს სხვა დამატებითი პოზიციების ფუნქცია მოვალეობის შეთავსება.

► გაფორმდეს პროფესიულ კავშირთან შრომის კოლექტიური ხელშეკრულება.

► ჩაიდოს ხელშეკრულებაში ხელფასის ყოველწლიური კალკულაცია ინფლაციის დონის გათვალისწინებით.

LB loan image desktop LB loan image mobile