„არამეგობრული ჟესტი“ | წულუკიანის შეფასებით ელჩის გაწვევა თბილისიდან კიევში შეცდომა იყო

პუბლიკა

„ელჩის გაწვევა თბილისიდან კიევში იყო შეცდომა“, – ასე აფასებს საქართველოს ვიცე-პრემიერი და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი უკრაინული მხარის გადაწყვეტილებას ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით.

წულუკიანის შეფასებით, უკრაინის ელჩის გაწვევა იყო არამეგობრული ჟესტი საქართველოსადმი.

მშვიდობა აუცილებლად დადგება უკრაინაში და ღმერთს შევსთხოვ, რომ ეს დადგეს რაც შეიძლება მალე. მაგრამ, მშვიდობა რომ დადგება და უკრაინელ ხალხს მიეცემა საშუალება, რომ ყველაფერი გაანალიზოს, ეს ვერ მოხდება მაშინვე იმიტომ, რომ ომის შემდეგ ცივ გონებას დაუბრუნდე, ამას დრო უნდა. რა თქმა უნდა, ისინი თავადვე მიხვდებიან რომ ეს იყო არამეგობრული ჟესტი საქართველოსადმი…“, – აღნიშნა წულუკიანმა.


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ 1 მარტს განაცხადა, რომ საქართველოდან უკრაინის ელჩს კონსულტაციებისთვის დაუყოვნებლივ გაიწვევდა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების მიერ მოხალისეთა წასაყვანად ჩარტერული რეისის არმიღება და სანქციებთან დაკავშირებული პოზიცია იყო.