არავინ დაზარალებულა და არც დაზიანებულა, პოლიციამ თავისი ამოცანა შეასრულა - პაპუაშვილი

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფესტივალის ჩაშლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მთავარია არავინ „დაზარალებულა და დაზიანებულა“. მისი თქმით, პოლიციამ ყველაფერი გააკეთა უსაფრთხოების დასაცავად.

„პოლიცია ჩვენ ვნახეთ რომ წარმოდგენილი იყო ჭარბად და შეძლებისდაგვარად ჩვენ ვნახეთ, რომ …რამდენადაც მე ვიცი არავინ არ დაზარალებულა და არც დაზიანებულა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პოლიციამ ეს ამოცანა შეასრულა.

რაც შეეხება ღონისძების ჩაშალას და იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიციას უწევდნენ წინააღდმეგბას, რა თქმა უნდა, ყველანაირი ძალადობა არის დასაგმობი. პოლიციამ სათანადოდ უზრუნველყო უსაფრთხოება, როგორც მონაწილეების ისე ჟურნალისტების…

რატომ არ გამოიყენეს საპოლიციო ძალა ვერ გეტყვით … საპოლიციო ღონისძიების საკითხია რა მომენტში, რა სახის საშუალება უნდა იყოს გამოყენებული, მე ვიცი რომ პოლიცია ემზადებოდა და განცხადებაც გაავრცელეს. იცოდნენ, რომ იქნებოდა მცდელობა ჩაშლის. დიდი რაოდენობა შეიკრიბა რომ ჩაეშალა ეს ღონისძიება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ადამიანების უსაფრთხოება იქნა დაცული, “- თქვა მან.


„თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით დღეს დაგეგმილი ფესტივალი ჩაიშალა, პოლიციამ ორგანიზატორები ლისის მიმდებარე ტერიტორიიდან სამარშრუტო ტაქსებითა და ყვითელი ავტობუსებით გაიყვანა.

„დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის, “- ნათქვამია ორგანიზაციის Facebook პოსტში.