არავის დაუძალებია სააკაშვილისთვის, იშიმშილოს, ეს არის მისი პასუხისმგებლობა - კალაძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის შიმშილობა არავის დაუძალებია და ეს მისი პასუხისმგებლობაა.

„ვინც შიმშილობს, იმას ეკისრება პასუხისმგებლობა ცხადია. არავის დაუძალებია სააკაშვილისთვის, რომ იშიმშილოს და საკვები არ მიიღოს, ეს არის მისი პასუხისმგებლობა. თუ საჭიროება იქნება პენიტენციური სამსახური მზად არის, რომ მოხდეს მისი კლინიკაში გადაყვანა და შესაბამისი ზომების მიღება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს და 29-ე დღეა, შიმშილობს.

სააკაშვილი უარს აცხადებს საკვების ნებისმიერი ფორმით მიღებაზე, თუმცა კონსულტაციას გადის ექიმების კონსილიომთან და იღებს მათ მიერ დანიშნულ მედიკამენტებს.