„არღვევს სახელმწიფოს სტაბილურობას და არის სრული სიბნელე" - მოსამართლე 5 ივლისის ძალადობაზე

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, რომან ხორავას გადაწყვეტილებით, „TV პირველისა“ და „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმაში ბრალდებულ 4 პირს პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოტანამდე ბრალდებულებს უთხრა:

„მთელი საქართველო ადევნებდა თვალყურს, რა ხდებოდა. ის ქმედებები, რასაც გედავებიან, გარდა იმისა, რომ დანაშაულია, არღვევს სახელმწიფოს სტაბილურობას, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სირცხვილია და უაზრობა. თქვენი ქმედებები უაღრესად საფრთხის შემქმნელია და უაღრესად მაღალი რისკი არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის. სრულად ვეთანხმები ბრალდების მხარეს“, – განაცხადა მოსამართლემ.

მის კომენტარს სააგენტო „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.