არჩევნები-2021: სამგზის რეფერენდუმი

დავით ზურაბიშვილი

ხშირად შემხვედრია მოსაზრება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს იმდენად პოლიტიკური დატვირთვა არა აქვს, რამდენადაც სამეურნეო-საყოფაცხოვრებო, მაგრამ რა კუთხითაც არ უნდა შევხედოთ, არჩევნები ყოველთვის პოლიტიკაა და, აქ და ახლა, მით უმეტეს.

რეფერენდუმი?

მე რუსეთშიც მიცნობენ, რომ სიტყვის კაცი ვარ“

ბიძინა ივანიშვილი

საერთოდ არჩევნების შინაარსის დაყვანა სამეურნეო და საყოფაცხოვრებო საკითხებზე ხელსაყრელია ხელისუფლებისთვის და არახელსაყრელი – ოპოზიციისთვის. სხვა რომ არაფერი, ხელისუფლებას ყოველთვის შეუძლია, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიუთითოს მის მიერ გაკეთებულ საქმეებზეამდენი გზა დავაგე, ამდენი შენობა გავამაგრე, ამდენი ხიდი გავდე და .., რაშიც ოპოზიციური პარტია ცხადია, ვერ გაეჯიბრება.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კი სწორედ ასეთ საყოფაცხოვრებო თემებს მოიცავს. ამ დროს ვირჩევთ მერებს, გამგებლებს, საკრებულოებს, ანუ იმ ხალხს, ვისი უშუალო საქმეცაა თემის, სოფლის, ქალაქისა თუ რაიონის სამეურნეოყოფითი პრობლემების მოგვარება და რამდენადაც ჩვენი თვითმმართველობა ძალიან სუსტია, არ გააჩნია ფინანსური და ადმინისტრაციული ავტონომიურობის სათანადო ხარისხი და დიდწილადაა დამოკიდებული ცენტრზე, აღნიშნული პრობლემების მოგვარებაც ავტომატურად ასოცირდება ხელისუფლებასთან

ამას ემატება ისიც, რომ რადიკალი ოპოზიციონერი ამომრჩეველი, ვისთვისაც ხელისუფლების შეცვლაა მთავარი მიზანი, თვითმმართველობის არჩევნების დროს შედარებით პასიურია, რადგან იცის, რომ ამ არჩევნების შედეგად ხელისუფლება არ იცვლება

გარდა ამისა (და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია), ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს 64 მუნიციპალიტეტში ცალკეა წარსადგენი პარტიული სია, რასაც ბევრი პარტია ვერ ახერხებს, ხოლო, სადაც სია არ გაქვს წარდგენილი, იმ მუნიციპალიტეტში პარტიის დასახელებაც არ იქნება ბიულეტენში და, შესაბამისად, ხმასაც ვერ მიცემ. ასევე, ხელისუფლების გარდა, ყველა მაჟორიტარულ ოლქში არცერთ პარტიას არ ჰყავს კანდიდატი, მათ შორის მერებისა და გამგებლების თანამდებობაზე.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხელისუფლებას ყოველთვის აქვს არცთუ უმნიშვნელო ფორა. ერთადერთი ფაქტორი, რამაც ეს ფორა ნაწილობრივ მაინც შეიძლება გაანეიტრალოს, არის არჩევნების პოლიტიზება და საყოფაცხოვრებო თემატიკის უკანა პლანზე გადატანა

ამ კონტექსტში შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული 43-პროცენტიანი მინიმუმი, როდესაც ხელისუფლებამ ნაკლები შედეგის შემთხვევაში აიღო ვალდებულება რიგგარეშე საპარლამენტო  არჩევნების გამართვაზე, უკვე თავისთავად სძენს თვითმმართველობის არჩევნებს პოლიტიკურ მნიშვნელობას. ამ ვითარებაში არჩევნები ნამდვილად არის ერთგვარი რეფერენდუმი ხელისუფლების მიმართ ნდობაზე.

მართალია, ხელისუფლებამ კი გამოაცხადა, რომ გადის ამ შეთანხმებიდან, მაგრამ ეგ ეგრე მარტივად არ ხდება და დასავლეთთან დადებული პირობა არ არის სოლნცევოს ან ურალმაშის კრიმინალურ დაჯგუფებასთან შეთანხმება, როცა გადაგდება და სიტყვის გატეხა ჩვეულებრივი ამბავი და ურთიერთობის მიღებული ფორმაა. თუქართული ოცნება“ ამ არჩევნებში ვერ აიღებს 43 პროცენტს, მაშინ დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას მაინც მოსთხოვს აღებული ვალდებულების შესრულებას, მოსთხოვს საკმაოდ კატეგორიულად დანიჩურტა“ მქონდა, მერე გადავიფიქრე და ეგეთი არგუმენტები იქ არ იმუშავებს.

საქართველოს  ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი დაექვემდებარება ისეთ ზეწოლას, რომლის მსგავსი მათ აქამდე არ უნახავთ. ვერც ევროკავშირი და ვერც ამერიკის შეერთებული შტატები ვერ დაუშვებს, რომ პატარა ქვეყნის დიდმა ოლიგარქმა ასე თავის ჭკუაზე აპამპულაოს ამხელა სუპერსახელმწიფოები.

ასე რომ, დიახ, ეს თვითმმართველობის არჩევნები ნამდვილად არის ერთგვარი რეფერენდუმი ხელისუფლების მიმართ ნდობაზე, თუმცა ჩემი მოკრძალებული აზრით, აქ რეფერენდუმი მხოლოდ ამაზე არ არის.

მეორე 

ისეთი ადამიანი, რომელიც არც ნაცია და არც ქოცი, ბუნებაში არ არსებობს“
ფბ კომენტარებში ამოკითხული

ამ არჩევნებმა პასუხი უნდა გასცეს კიდევ ერთ კითხვას: უნდა თუ არა ხალხს პოლარიზაცია და ხედავს თუ არა ამომრჩეველინაცმოძრაობისა“ დაქართული ოცნების“, ანუ, რაც იგივეა, მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის გარდა, ვინმე სხვა აქტორებს ქართულ პოლიტიკაში

პოლიტიკური პროცესი რომ პოლარიზებულია საქართველოში, ამას ციფრებიც ადასტურებს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებშინაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო 477 053 ხმა, „ქართულმა ოცნებამ“ – 856 638. ბოლო საპარლამენტო არჩევნებში კი, 2020 წელს, „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა რაოდენობა იყო 532 127 ხოლოოცნების“ –  928 004. ანუნაცმოძრაობასაც“ დაოცნებასაც“ ამომრჩეველი ამ ოთხ წელიწადში კი არ მოაკლდა, არამედ მოემატა. თუმცა, პროცენტულად, ნაცმოძრაობისა“ დაოცნების“ ჯამი ორივე არჩევნებში 75-76- შორისაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველთა სამი მეოთხედი, ხალხური ენით რომ ვთქვათ, ანნაცია“, ანქოცი“. მართალია, ამავე ციფრების მიხედვით, ამომრჩეველთა 24-25 პროცენტი ყველა ვარიანტში ვიღაც მესამეს აძლევს ხმას, მაგრამ ეს მესამე ძალიან ბევრია, შესაბამისად, მესამე ძალად ვერ ფორმდება და ორ, სამ და უფრო ნაკლებ პროცენტებში იფანტება.

პოლიტიკური პოლარიზაცია, პოლიტიკური პროცესის მოქცევა ორ შეურიგებელ და დაპირისპირებული ბანაკის ბრძოლის ველში, ალბათ, ერთერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა ამ ქვეყნის, რომელიც არა მხოლოდ  პოლიტიკურ კლიმატს აფუჭებს და უაღრესად აგრესიულ და ტოქსიკურ აურას ქმნის, არამედ სრულიად ანგრევს მორალურეთიკურ სტანდარტებს მთელ საზოგადოებაში

თავად განსაჯეთ. ორი პოლიტიკური პოლუსი საქართველოში ეს არ არის ორი პოლიტიკური იდეოლოგიის, ფილოსოფიის, ორიენტაციისა თუ, თუნდაც, კონკრეტულ პიროვნებათა ფანკლუბების დაპირისპირება. ეს უპირველეს ყოვლისა არის ორი ალტერნატიული რეალობის შეჯახება.

ერთის მიხედვით, სააკაშვილის მმართველობა იყო ქართული სახელმწიფოს შექმნისა და აღმავლობის პერიოდი, ალაგალაგ შეცდომაგადაცდომებით (ზოგის აზრით, ეს შეცდომებიც ბევრი არაფერი  იყო), და ის 2012 წელს შეიცვალა პუტინის მონა ოლიგარქის მმართველობით, რომელსაც მიზანმიმართულად მიჰყავს ქვეყანა რუსეთისკენ. მეორე რეალობაში კი სააკაშვილის ცხრა წელი ეს იყო უსამშობლო და ანტიეროვნული სადისტების მმართველობა, ყველაფერ ქართულს რომ ებრძოდნენ, ხალხს ქუჩებში ხოცავდნენ და ციხეებში აუპატიურებდნენ, ხოლო ამ უბედურებისგან გვიხსნა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც დღემდე რჩება იმ მანიაკების ვერმობრუნების ერთადერთ გარანტად.

აქ არ შევუდგები ამ უახლესი წარსულის და იქიდან გამომდინარე, აწმყოს ამ ორი ვერსიის განხილვას. ამას, ალბათ, ცალკე დრო უნდა დაეთმოს, მაგრამ ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ორივე ვერსია, გარდა იმისა, რომ არის ერთმანეთის მიმართ აბსოლუტურად არათავსებადი, ასევე არის ჭეშმარიტებაზე მონოპოლიის პრეტენზიის მქონე. არცერთი  ვერსია არ უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ არსებობდეს რაიმე განსხვავებული შეხედულება, რომელიც არ იქნება აფილირებული მტრის ხატთან. სხვანაირად რომ ვთქვა, „ნაცისთვის“ ყველა მოსაზრება, რომელიც არ აღიარებს სააკაშვილის მმართველობის უპირატესობას, არისქოცობა“, ხოლოქოცისთვის“ ყველა მოსაზრება, რომელიც არ აღიარებსნაცების“ არაადამიანურ მანიაკობას, არისნაცობა“. შედეგად, ეს ორი მარაზმატული ფსევდორეალობა, რომლის დამკვიდრებაშიც ორივე მხარე აქტიურად იყენებს ჩვენი ქვეყნის კვალობაზე საკმაოდ დიდ ადამიანურ და მედიარესურსს, თითქმის მთლიანად ფარავს რეალობას და მხოლოდ ძალიან პატარა სივრცეს თუ ტოვებს ჯანსაღი მსჯელობისა და დისკუსიებისთვის.

წმინდა პოლიტიკურ დონეზე ამ შავთეთრი რეალობების შეჯახება აისახება იმ 75 პროცენტში, რომელსაცქართული ოცნება“ დანაციონალური მოძრაობა“ ინაწილებს ხოლმე არჩევნებში. ეს არჩევნები კი იმის მაჩვენებელიც იქნება, რა შეიცვალა ამ მხრივ. შეიტანს თუ არა რამე კორექტივებს ძალთა ბალანსში გიორგი გახარიას ახალი პარტიის გამოჩენა ან რა შედეგს დადებენ სხვა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ბოლო დრომდე მჭიდროდ ასოცირდებოდნენნაცმოძრაობასთან“ და მის პირდაპირ და ირიბ დამატებად უფრო აღიქმებოდნენ.

მოკლედ, ამ არჩევნების შედეგად იმასაც ვნახავთ, ისევ ორ პოლუსს შორის გააკეთებს ქართული საზოგადოება არჩევანს თუ უკვე ვიღაც მესამეც ჩადგება მათ შორის ან სულაც მესამე, მეოთხე, მეხუთე და ..?

მესამე 

ქართველი ხალხი კი არ არის ასეთი ბნელი, არამედ ბნელი, უვიცი, ხარბი და სულგაყიდული პიროვნებები ამოატივტივა დრომ ცხოვრების ზედაპირზერატომღაც, ისინი წარმართავენ ჩვენს ბედს და ჩვენი დანაშაული ამის მოთმენაა მხოლოდ.
ოთარ ჭილაძე

„ქართული ოცნების“ კამპანიის შინაარსი ამ კონკრეტულ არჩევნებში იყო რადიკალურად გამორჩეული ყველა წინა არჩევნებისგან.

ყოველთვის ვამბობდი, რომქართული ოცნებას“ არაფერი გაუკეთებია არჩევნების გაყალბებისა და სათავისო შედეგის უზრუნველსაყოფად ისეთი, რაც მის წინამორბედებს არ გაეკეთებინოთ. ამომრჩევლის დაშინება და მოსყიდვა, მანიპულაციები საარჩევნო სიებში, საბიუჯეტო ორგანიზაციების პერსონალზე აქტიური ზემოქმედება, კრიმინალებისა და .. შავი სამყაროს ჩართვა საარჩევნო კამპანიაში. ეს ყველაფერი ადრეც იყო, მაგრამ რა არ ყოფილა არასდროს და ის, რომ ხელისუფლების მთავარი სამიზნე ჯგუფი საზოგადოებაში, რომელიც მას ეგულება მხარდამჭერად, ყოფილიყოს ამ საზოგადოების ყველაზე ბნელი, რეტროგრადული და ანტიდასავლური ნაწილი.

„ქართულმა ოცნებამ“ მთელი პროპაგანდა ააგო სწორედ ამ განწყობის მქონე ადამიანების მოთხოვნებზე, მოყოლებული 5 ივლისიდან, როდესაც ანტიდასავლელთა და პუტინისტთა ველურ ბრბოს ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, მწვანე გზა მისცა ძალადობისთვის, მთელი შემდგომი წინასაარჩევნიო პერიოდი ხელისუფლების ყველა გზავნილი, თუ არ ჩავთვლით ოსტაპ ბენდერის ნიუვასიუკის სტილში გაცემულ დაპირებებს რუსთავისა და ჩოხატაურის უდიდეს ტურისტულ პოტენციალზე, იყო სწორედ რეტროგრად და ანტიდასავლურ ჯგუფებზე გათვლილი.

პრემიერის განცხადებები, რომ უმცირესობა ვერასდროს მოახვევს თავს უმრავლესობას თავის სურვილებს, რომ ეკლესიისა და მთავრობის ერთობას ვერავინ დაარღვევს, პლუს უცხოელი დიპლომატების კრიტიკა და ზიზღისა და სიძულვილის კამპანია პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, სისხლიანი ბანერების გამოფენის ჩათვლით, ვამპირებზე გადაღებული ფილმის აფიშას რომ ჰგავს, ეს ყველაფერი, ხელისუფლების აზრით, არის ის, რაც მოსწონს  მათ ამომრჩეველს. არც ის იყო შემთხვევითი, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი პერსონა იყო პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც პოპულარობით მხოლოდ საზოგადოების ანტიდასავლურ და რეტროგრადულ ნაწილშია და სხვა ყველა კომიკურ მარიონეტად უფრო აღიქვამს.

შედეგმაც არ დააყოვნა. 5 ივლისის ძალადობის ერთერთმა ორგანიზატორმა, კონსტანტინე მორგოშიამ, რომელიცპატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერი იყო, უკვე ხმამაღლა განაცხადა, რომ ამ არჩევნებში ხელისუფლებას უნდა დაუჭირონ მხარი. მოკლედ, წინასაარჩევნო კამპანიით ხელისუფლებამ ქართველი ულტრების გული კი მოიგო, მაგრამ აქ ისმის კითხვა: არის კი ქართული საზოგადოების უმრავლესობა ასეთიუნდა კი ქართული საზოგადოების უმრავლესობას ისეთი საქართველო, როგორიც ამ ულტრებს წარმოუდგენიათ

ვფიქრობ, 2 ოქტომბრის  არჩევნები, გარკვეულწილად, ამაზეც გასცემს გარკვეულ პასუხს და ესეც ერთგვარი რეფერენდუმია. არსებობს ცნობილი გამოთქმა, რომ ყველა ერს ისეთი ხელისუფლება ჰყავს, როგორსაც იმსახურებს და ახლა ნამდვილად ჩვენზეა დამოკიდებული ვაჩვენოთ, თუ როგორს ვიმსახურებთ.