ცეკვა „ვარდისფერი თოვლის“ თანხლებით

დავით ბუხრიკიძე

მარიამ ალექსიძემ გალაკტიონის ლექსები თანამედროვე ქორეოგრაფიის ენაზე გააცოცხლა.

როგორ შეიძლება იცეკვო ლექსის თანხლებით, რომელსაც თავისი რიტმი და მუსიკა აქვს? რა ემართება სხეულს, როცა ის პოეზიასუსმენსდა თანაც მუსიკის ენითლაპარაკობს“? სად გადის საზღვარი ქორეოგრაფიის გამომსახველობასა და პოეზიის შესაძლებლობას შორის?

ამ საკმაოდ რთულ კითხვებზე პასუხის გასაცემად თანამედროვე ცეკვის მოყვარულებსთბილისის თანამედროვე ბალეტისწარმოდგენის – „დოვინდოვენდოვლისნახვას ვურჩევდი. დასს რამდენიმე წლის წინ სახელგანთქმული ქართველი ქორეოგრაფის, გიორგი ალექსიძის სახელი მიენიჭა და სიმბოლურია, რომ ამ წარმოდგენის ფინალში გიორგი ალექსიძის ერთერთ ქორეოგრაფიულ ნომერს დასის სამხატვრო ხელმძღვანელი და მისი ქალიშვილი, მარიამ ალექსიძე ცეკვავს.  

სხვათა შორის, როდესაც თბილისის მერიის ძალისხმევითა და მარიამ ალექსიძის ხელმძღვანელობით თანამედროვე ბალეტის კამერული დასი – „თბილისის თანამედროვე ბალეტიდაარსდა, ერთერთი პირველი და მნიშვნელოვანი პროექტი სწორედდოვინდოვენდოვლი…“ იყო. 

თბილისის თანამედროვე ბალეტის  რეპერტუარში, რომელიც  კალეიდოსკოპივით ჭრელ, მრავალფეროვან და ზოგჯერ ფრაგმენტულ შთაბეჭდილებას ტოვებს, „დოვინდოვენდოვლი…“ მაინც გამორჩეულია და, ალბათ, ამიტომაც დამკვიდრდა დასის რეპერტუარში. ეს არის დაახლოებით ერთსაათიანი ქორეოგრაფიული წარმოდგენა გალაკტიონის ლექსებისა და კლოდ დებიუსის, გუსტავ მალერისა და ალან ბერგის მუსიკის თანხლებით. 

ამ არითმიულ, უფრო კი ექსპერიმენტულ და ნეოკლასიკური ქორეოგრაფიული ენით გაჯერებულ წარმოდგენაში აირეკლება თანამედროვე ბალეტის ელემენტები, პოეზიის სიმსუბუქე თუ სიმძიმე, გალაკტიონის გენიალური ტექსტები, კლასიკური მუსიკაც და მათიგამხმოვანებელისცენაზემოცეკვავეთა სხეულები.

 

მარიამ ალექსიძე:

პოეზიას, რომელიც, თავისთავად, ერთი დიდი მუსიკაა, შეუძლია, ამომწურავად გადმოსცეს სათქმელი. ის შეიძლება უდიდესი ემოციური და ინტელექტუალური თანაგანცდის მიზეზი გახდეს. პოეზია, თავისთავად, თვითკმარი და თვითმყოფადია; ამდენად, ერთი შეხედვით, რთულია, ეს თვითმყოფადობა სინთეზურად მოარგო ხელოვნების სხვა დარგს, ჩვენს შემთხვევაში ცეკვას. ქორეოგრაფი უნდა შეეცადოს, ოქროს შუალედი დაიცვას სიტყვასა და ცეკვას შორის და ამავე დროს, ემოციურშინაარსობრივ ზღვარზე გაიაროს.“

რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე ერთმანეთს ენაცვლება გალაკტიონის ნერვული რიტმით წაკითხულიმთაწმინდის მთვარე“,  გოგი ალექსიძის რეპეტიციის ვიდეოფრაგმენტი და თავად მარიამ ალექსიძის სოლომთაწმინდის მთვარისფონზე. თვალისა და ყურისათვის საამო ამბებს შორის კითბილისის თანამედროვე ბალეტისდასის ცხრა წევრი გალაკტიონის პოეზიას თავის სხეულებრივ შესაძლებლობებს უხამებს.  

დოვინდოვენდოვლი…“ ეს არის წარმოდგენა, რომელშიც სხეულის და პოეზიის ენა ერთმანეთს რითმასავით ავსებს, თუმცა გალაკტიონის პოეტურ ხატებთან ქორეოგრაფიული ენისა და ცეკვის დაკავშირება ბევრად რთულია. ეს პირველ რიგში თავად ქორეოგრაფის სუბიექტური წარმოსახვით არის განპირობებული. მოცეკვავეთა სხეულები ბუნებრივად მიჰყვება გალაკტიონის ლექსის რიტმს და მათთან ერთად მაყურებელს ისეთ სამყაროში ეპატიჟება, სადაც სიზმრისეული განცდები უფრო სჭარბობს, ვიდრე რეალური.

მოცეკვავეები ცნობილი ქართველი მსახიობებისა თუ მთარგმნელების მიერ წაკითხულ გალაკტიონის ლექსებს თავიანთი სხეულების რიტმისა და ტემპზე გამოჭრილითარგივით  მოირგებენ, მოიზომავენ და შემდეგ სხეულისქსოვილადაქცევენ. ეს იოლი სულაც არაა, მით უმეტეს, როცა კლასიკური მუსიკა ცალკე დრამატურგიას ქმნის. ამიტომ მუსიკის, პოეზიისა და სხეულის კავშირი, ასე ვთქვათ, „ლინკიმაყურებლისთვის  ზოგჯერ ძნელად გასაგები და აღსაქმელია. პირველ რიგში იმიტომ, რომ პოეზიას ცალკე სემანტიკური შინაარსი აქვს და მუსიკასცალკე.

ზაზა ლებანიძის, ზაზა პაპუაშვილის, დავით წერედიანის. ვახტანგ ჯავახაძისა და აკაკი ხინთიბიძის წაკითხულ გალაკტიონს ქორეოგრაფიის ენაზეთარგმნიანმოცეკვავეები  ნინო გოგუა, ნათია ბუნტური, მარიამ დარჩია, ანარ მიქაილპოვი, ინტიგამ მამედოვი, მარიამ ქოიავა, ნატალი კუკულაძე, თინათინ მჭედლიძე , გვანცა გელაშვილითუმცა დასის შემადგენლობა ხშირად იცვლება, რის გამოც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა შემადგენლობა შეიძლება ვიხილოთ. ამ წარმოდგენასთბილისის თანამედროვე ბალეტი  მხოლოდ რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე წარმოადგენს და მხოლოდ გარკვეული დროის ინტერვალში. რადგანთბილისის თანამედროვე ბალეტსსაკუთარი სცენა, ჯერჯერობით, არ გააჩნია.