ცუდები, თითქმის ცუდები და ოდნავ კარგები

დავით ბუხრიკიძე

ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დასასრულს უახლოვდება.

24 თებერვალს, შაბათ საღამოს ბერლინის კინოფესტივალის ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს. შედეგების გამოცნობას აზრი არ აქვს და სიმართლე ითქვას, არც განსაკუთრებული ინტერესი, რადგან ჯერ ერთი, ბერლინალეზე თითქმის შეუძლებელია ოქროვერცხლით მოპირკეთებულიდათვებისგამოცნობა და მეორეც, კონკრეტულად წლევანდელი საკონკურსო პროგრამა იმდენად სუსტი აღმოჩნდა, რომ ძნელია ჟიურის სუბიექტურობას მიხვდე. მოკლედ, როგორც კარგი და სრულიად არასავალდებულო სასიყვარულო ამბისას,  აქაც მთავარი აღმოჩნდება არა შედეგი, არამედ პროცესი.

საკონკურსო პროგრამაში ვნახეთ უფრო ცუდი და თითქმის ცუდი ფილმები. ოდნავ კარგი ცოტა იყო, თუმცა მთლად შთაბეჭდილება რომ არ გავიფუჭოთ, ოდნავ კარგებით დავიწყოთ: ცნობილი სამხრეთ კორეელი რეჟისორის ჰონგ სანგსოს ფილმიმოგზაურის საჭიროებანიიმით გამოირჩევა, რომმოკლეა, მით ოხერია  (მხოლოდ 80 წუთი, რაც დახვეწილი და პრეტენზიულესთეტიკური სიცარიელისათვის სავსებით საკმარია). გარდა ამისა, ეკრანზე გამუდმებით ვხედავთ იზაბელ იუპერს და ესეც პლუსია.

იუპერის გმირი თითქოს ფრანგულს ასწავლის მდიდარ სამხრეთ კორეელებს. ფურცლებზე მარტივ სასაუბრო ტექსტებს უწერს, პრიმიტიულ სიტყვებს ეუბნება და გამომცდელად ესაუბრება. რაც მთავარია, ბევრს სვამს მაკგეოლისბრინჯის თეთრ ღვინოს. ამიტომ ხშირად პარკში, სკამზე ისვენებს. მთელი ფილმის განმავლობაში მას არასოდეს მიმართავენ სახელით. არ ვიცით მისი პროფესია და წარსული; საერთოდ როგორ აღმოჩნდა სამხრეთ კორეაში…. მაგრამ ამას არც აქვს მნიშვნელობა. მომენტალურად იპყრობს თანამოსაუბრეების ყურადღებას თავისი უცნაური მომხიბვლელობით და რაღაცნაირი, მსუბუქი სიარულით. შემდეგ კი უცნობი მდიდრებისკენ განაგრძობს გზას, რათა ფრანგული ენის სწავლებისმისიაშეასრულოს. 

გლორია

პირველივე წუთებიდან გასაგები ხდება, რომ სანგსოს ფილმი უმოქმედო, მაგრამსავსესიცარიელეზეა, რომლის შევსებას რეჟისორი სრულიად ბანალური სიტყვებითა და  განწყობით ცდილობს. კამერა სტატიკურია, მაგრამ ამ მინიმალიზმს  რაღაცნაირი ხიბლი აქვს: ის შესაძლებელს ხდის ფოკუსირებას იმაზე, როგორ ცხოვრობს იზაბელ იუპერის გმირი ეკრანული ცხოვრებით. თავიდან ისე ჩანს, რომ ფლეგმატურ ფრანგ ქალს არაფერი აინტერესებს, მცირე გასამრჯელოს გარდა. თუმცა საკმარისია სმა დაიწყოს, რომ რაღაც მელანქოლია თუ იდუმალება მისი ჩაკეტილი სხეულის გარეთ გამოდის და ის თავისუფალი ხდებათანაც მარტოობით დაღდასმული.

იზაბელ იუპერი იდეალურად გრძნობს კამერას და ამისათვის სულაც არ სჭირდება გამუდმებული დამტკიცება, რომ შესანიშნავი მსახიობია. ამ ფილმში არ რცხვენია ცოტა პათეტიკის, მეტი ირონიისა და პლასტიკური ანცობის. არ მალავს ასაკს და  ხელებს, რომლებიც იმდენად ხშირად უკანკალებს, რომ ვერ ხვდებით, ეს თამაშია თუ ასაკთან დაკავშირებული ტრემორი? ან მართლა ბრინჯის ღვინოს გავლენა? ან იქნებ ყველაფერი ერთადფაქტია, რომ მარტში იზაბელ იუპერს 71 წელი უსრულდება და მართლა ძნელი დასაჯერებელია, რადგან ბოლო დროს სულ 40-სა და 50-წელს შორის მყოფს ჰგავს. თანაც, ისეთ არტისტულ სრულყოფილებას მიაღწია, რომ თამაში ლამის ავტომატური გაუხდა. „მოგზაურის საჭიროებანიცსწორედ ამ ავტომატიზმის შედეგია.

„ვაჟები”

ახლა ცუდებსა და ოდნავ უფრო ცუდ ფილმებზე: გერმანელი რეჟისორის, მათიას გლასნერის ფილმიმოკვდი“, ეგზიტენციალურ და ფიზიკურ სიკვდილს ერთდროულად ეხება. სამი ნოველა მოხუცი ცოლქმრის, მათი დირიჟორი ვაჟის (ამ როლს გერმანული კინოს და თეატრის ცნობილი მსახიობი, ლარს აიდინგერი თამაშობს) და დანტისტი ქალიშვილის ცხოვრების მომენტებს გარდამტეხ და ეგზისტენციალურად მნიშვნელოვან ეპიზოდებში ასახავს. თუმცა მამის გარდაცვალებასა და დაკრძალვას შვილები არ ესწრებიან, სრულიად ბანალური მოუცლელობითასეთი პრეტენზიულობის მიუხედავად, რეჟისორს სრულიად არაკინემატოგრაფიული, სატელევიზიო გამოსახულებით დაღდასმული ფილმი გამოუვიდა.

სკანდინავიური ფსიქოლოგიური ტრილერივაჟები“ (დანიურშვედური კოპროდუქცია, რეჟისორი გუსტავ მიოლერი) ციხის მეთვალყურის, ევას განცდებს სწორედ სკანდინავიური სერიალების სიმძაფრითა და დამაჯერებლობით აღწერს, თუმცა ფილმი სწორხაზობრივი, ხისტი და მძიმეა. არ არის გამორიცხული, რომ ევას როლის შემსრულებელს, სიდე ბაბეტ კნუდსენს არტისტული გარჯა დაუფასდეს და საუკეთესო მსახიობური ნამუშევრისთვისვერცხლის დათვითდააჯილდოონ. მით უმეტეს ის ძალიან პოპულარულ, სკანდინავიურ სერიალებშიც თამაშობს.

იტალიელი რეჟისორი მარგერიტა ვიკარიო ფილმში „Gloria“ „სანტ იგნაციოსქალთა მუსიკალურ კოლეჯში 1800 წელს მომხდარ ამბავს ფემინისტური კუთხით გვიყვება. სადღაც ვენეციის მახლობლად, ძველებურ და დანგრეულ მუსიკალურ კოლეჯში, გოგონები რომის პაპის, პიუს VII-  მოახლოებული ვიზიტის გამო ახალ ნაწარმოებს თხზავენგოგონები ქმნიან ახალ და მოულოდნელ საორკესტრო მუსიკას, რომელსაც რომის პაპი ნამდვილად არ ელოდა. რეჟისორის სერიოზული განზრახვის მიუხედავად, ფილმი ნამდვილად არ გამოვიდა სერიოზული. მით უმეტეს, ოდნავ ანეკდოტური ფინალის გათვალისწინებით, როცა ახალგაზრდა მუსიკოსი ქალები საკონცერტო დარბაზში არტამბოხებას აწყობენ.

„მოკვდი”

სამწუხაროდ, ფესტივალის საუკეთესო ფილმი (სომხური წარმოშობის  ცნობილი კანადელი რეჟისორის, ატომ ეგოიანისშვიდი ფარდა“) ოქროსა თუ ვერცხლისდათვითვერ დაჯილდოვდება, რადგან არასაკონკურსო პროგრამაშია წარმოდგენილი. რაღაცით ეგოიანის ფილმი იშტვან საბოს ცნობილ ფილმს – „შეხვედრა ვენერასთანმაგონებს, თუმცა ნაკლები მხატვრული ხარისხისაა. პირველ რიგში, ეს ფილმი მათთვისაა, ვისაც გერმანული ოპერა და რიჰარდ შტრაუსის ოპერები უყვარს; ან ზოგადად, აღელვებს თეატრის კულისებსმიღმა სიგიჟეები; ვინც კინოში რეჟისურისა და ფსიქოანალიზის აუცილებელ ერთიანობას ხედავს და ვისაც, თეატრისა და კინოს კავშირი წინააღმდეგობრივად არ ეჩვენება. მოკლედ, ოპერისა და თეატრის რეჟისორებისათვის აუცილებლად სანახავი ფილმიასამწუხაროდ, ბერლინალეზე მას ჯილდოები არ გადაეცემა, ხოლო დაჯილდოებულთა ვნებებისა და გამარჯვებული ფილმების შესახებ უკვე 24 თებერვალს შევიტყობთ.